Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

March 11, 2026
სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.

„სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.

სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს – საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სად და რამდენი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ახლახან საქართველოში?
  • “აშშ-ის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს – განადგურებულია 60-ზე მეტი ირანული სამხედრო ხომალდი” – აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური
  • “ოპერაციის „ეპიკური რისხვა“ პირველი 24 საათის შემდეგ, ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმები მკვეთრად შემცირებულია” – აშშ-ის სარდლობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge