საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის მზადება თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო.
შეხვედრა 15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება და 21:45 საათზე დაიწყება.
რუმინეთთან მატჩის შემდეგ გუნდს ტრავმის გამო დაჩი პაპუნაშვილი გამოაკლდა, დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა ლუკა ივანიშვილს. გელა აფრასიძე ნაკრებთან ერთად რჩება, მაგრამ ტვინის შერყევის შემდეგ ჯერჯერობით კვლავ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გადის.
პორტუგალიასთან მატჩისთვის „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:
პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე („კლერმონი“), ლუკა გოგინავა („მონ დე მარსანი“), მამუკა მსტოიანი („აჟენი“), ვანო კარკაძე („ოიონა“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“), ბაჩუკი ჭუმბაძე („ექსეტერი“);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), დავით ლაგვილავა („პერპინიანი“), გიორგი ჯავახია („ტულონი“), გაგი მარგველაშვილი („რასინგი“);
მესამე ხაზი: ბექა გორგაძე („პო“), ბექა საღინაძე („ლიონი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), იოანე იაშაღაშვილი („მონ დე მარსანი“), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), მიხეილ ალანია („ვანი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“); ლუკა მატკავა („ოიონა“), თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“);
ფრთა: აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), ოთარ მეტრეველი („შავი ლომი“).
