Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში ავტოპარკის გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი მიდგომაა საჭირო, ერთი კანონპროექტი სურათს ვერ შეცვლის” – ეკა ლალიაშვილი

March 11, 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს

ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მხოლოდ ერთი რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანას შეზღუდავს, ქვეყანაში სურათს დიდად ვერ შეცვლის.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას აღნიშნა, „ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა, ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში“.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ავტოპარკი არის მოძველებული. დაახლოებით 50%-ზე მეტი არის 20 წელს გადაცილებული ავტომობილი. ხუთ წლამდე ავტომობილების ოდენობა დაახლოებით 3%-ია ქვეყანაში. დიახ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ავტოპარკის გაახალგაზრდავება და გაახლება, თუმცა სწორი მომენტი და სწორი საკანონმდებლო პაკეტია შესამუშავებელი და გასააზრებელი. ვფიქრობ, რომ ეს ერთი კანონპროექტი სურათს დიდად ვერ შეცვლის, მაგრამ ამ კანონს აქვს თავისი მნიშვნელობა ოღონდ სწორ დროს სხვა კანონპროექტებთან ერთობლიობაში.

იმედია, რომ ეს კანონი ძალაში ცოტა სახეშეცვლილად შევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შესაძლოა 6 – წლამდე ავტომობილები შემოვიდეს ქვეყანაში, თუმცა ბიზნესი, რომელიც ამას აკეთებს, გადაერთოს და ნაავარიები მანქანები შემოიყვანოს, რაც იქნება საგზაო უსაფრთხოებისთვის საკმაოდ სავალალო შედეგის მომტანი. მანქანები, რომლებიც ვეღარ დააკმაყოფილებს ვერცერთ უსაფრთხოების ზომას, მაგალითად, საჰაერო ბალიშები შეიძლება არ ჰქონდეს ან ისეთი პარამეტრები ჰქონდეს დარღვეული, რომ ავტოავარიის დროს მაღალი მსხვერპლი გამოიწვიოს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისურვებდი, რომ ამ ტიპის კანონები სანამ შევა ძალაში, იყოს ყველა მხრიდან გააზრებული“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ამასთან, მან გასული წლის საგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მონაცემი 2%-ითაა გაზრდილი.

„გასული წლის სტატისტიკა გაზრდილია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საგზაო შემთხვევები გაიზარდა 2%-ით, თუმცა საგულისხმო, რომ 6%-ით არის გაზრდილი ლეტალობა და 8%-ით დაზიანებულთა ოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საგზაო შემთხვევები იზრდება, თუმცა მეტად იზრდება დაზარალებულთა რიცხვი, რაც გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო შემთხვევა არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს იყო 2024 წელს. ყოველი მესამე დაღუპული არის ფეხით მოსიარულე. შარშან, 17 – წლამდე 27 მოზარდი დაიღუპა. რაც შეეხება მცირეწლოვან მგზავრებს, შარშან იყო 7 დაღუპული“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რა დროს და რის ფასად შორდება სულიერი არსება – ადამიანის სახეს, უკვე ვეღარ ვხსნი” – ნიკო კვარაცხელიას დედა გია გაჩეჩილაძის განცხადებას ეხმაურება
  • “არასრულწლონები თითქმის ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე სტუმრობენ მარკეტებს და მიაქვთ, რაც მოესურვებათ“ – სუპერმარკეტთა ქსელ ზღაპრის დირექტორი, თამარ უდესიანმა
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge