ირანის ქალაქ ისპაანში დაზიანდა რუსეთის გენერალური საკონსულო – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ზახაროვას განცხადებაში
“8 მარტს, ირანის ქალაქ ისპაანში, ამავე სახელწოდების პროვინციის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რუსეთის გენერალური საკონსულო. შენობასა და საცხოვრებელ ბინებში ჩაიმსხვრა მინები, რამდენიმე თანამშრომელი აფეთქების ტალღამ გადაისროლა. საბედნიეროდ, მსხვერპლი და სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა.
მიგვაჩნია, რომ დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლებზე თავდასხმები საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური დოკუმენტების უხეში დარღვევაა, როგორიცაა 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და 1963 წლის ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ. მოვითხოვთ ყველა მხარისგან დიპლომატიური ობიექტების ხელშეუხებლობის მკაცრ დაცვას და მათი პერსონალის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე თავდასხმებისგან თავის შეკავებას.
მოვუწოდებთ კონფლიქტის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ დაასრულონ სამხედრო დაპირისპირება და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან” – ნათქვამია განცხადებაში.
