სინდისის პატიმრების უპირობო გათავისუფლების გარეშე საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ შეძლებს, — ამის შესახებ ტატო ქელბაქიანმა განაცხადა. იურისტის თქმით, “ოცნება” “ზამბარას წელავს, რომელიც მათვე მოხვდებათ ცხვირში”.
“სინდისის პატიმრების უპირობო გათავისუფლების გარეშე ვერანაირი ნორმალიზება სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობის ვერ მოხდება, ეს ყველამ ცხადად იცის, გარკვეულ ჩიხში არიან ესენი ამ მიმართულებით და დროთა განმავლობაში მაინც მოუწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ნაწილში ვართ უკომპრომისოები.
ეს რეჟიმი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოაჩვენოს თავი, რომ უკან დახევას არ აპირებს. იმის ინდიკატორიც არის, რომ არ ახვედრებ, შიშები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილზე რა შეიძლება ნახონ და რა მოისმინონ, ამიტომ ეს კიდევ არის მათი ლუსტრაცია, იმიტომ, რომ რაც ნაკლებად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს კიდევ ერთი აგურია მათი იზოლაციის და მათი არაღიარების პროცესის. ძალიან წელავენ ამ ზამბარას და საბოლოო ჯამში, ეს ძალიან ცხვირში მოხვდებათ, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.
