Wednesday, March 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

March 11, 2026
ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება – უცნობია ითანამშრომლებს თუ არა “ქართული ოცნება” ორგანიზაციასთან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი განცხადებაში წერს, რომ საქართველოში მრავალი შეხვედრა გამართა რამაც გაამყარა მისი წარმოდგენა, რომ “საქართველოს ბევრი ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც პარლამენტში მყოფი, ასევე მის გარეთ – ისინი აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან”. მისივე თქმით, მისთვის “შოკისმომგვრელი იყო ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთთან საერთოდ არ ურთიერთობენ”.

ეუთო-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მცდელობა, გარკვეული პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, კიდევ უფრო გააღრმავებს განხეთქილებას და ქვეყნის დამატებით იზოლაციას გამოიწვევს.

ეუთო-ს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, ევროის პეიოვიჩის თქმით, “დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. პარტიების, რეგულარული პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა კი წინსვლის გზა არ არის”. საპარლამენტო ასამბლეა აკრიტიკებს ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში დამტკიცებულ კანონებსაც და მათ მოუწოდებს, “ხარვეზები გამოასწორონ”.

დელეგაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებთან შეხვედრის მოთხოვნითაც მიმართეს “ქართულ ოცნებას”, თუმცა “ეს შეუძლებელი აღმოჩნდა”.

“დელეგაციამ მიმართა ხელისუფლებას იმ პირებთან შეხვედრის თხოვნით, რომლებსაც ოპოზიციური ძალები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ და გამოხატა სინანული, რომ ამჯერად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
ვიზიტის პირველ დღეს წევრები ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ჩავიდნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ გაგრძელებული ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
ეს ვიზიტი ასამბლეის საქართველოსთან მუდმივი თანამშრომლობის ნაწილია, რაც მოიცავს არჩევნებზე დაკვირვებასა და საპარლამენტო პარტნიორობას. ვიზიტის მიგნებების განხილვა იგეგმება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მოახლოებულ სხდომასა და ჰააგის ყოველწლიურ სესიაზე” – წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით. აქვე ნათქვამია, რომ შემდეგი არჩევნები, როდესაც ის ჩატარდება, უნდა შეესაბამებოდეს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, თუმცა, შესაძლოა, ამ მიზნების მისაღწევად “ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავ ხელისშემშლელი იყოს”.

“აშკარაა, რომ საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზების გზაზე აფერხებს. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, თუმცა ერთად ვმუშაობთ. იგივე მოლოდინი გვაქვს საქართველოში პოლიტიკური ლიდერების მიმართაც“ – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ.

მისივე თქმით, “სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცვლილებები საარჩევნო ყუთისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით უნდა განხორციელდეს და არა ძალადობით, რომელიც მათ დამხობას ისახავს მიზნად”.

ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, ბარონესა კრისტინ ბლოუერის განცხადებით, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება საერთაშორისო ორგანოების საქმე არ არის.

“ეუთოს (OSCE) ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანოს გადასაწყვეტი არ არის აქ არსებული პრობლემების მოგვარება. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა და ვიმედოვნებ, ვიხილავთ საპასუხისმგებლო ნაბიჯებს პოლიტიკური გარემოს დეესკალაციისა და რეალურ პოლიტიკურ დიალოგთან დაბრუნებისკენ“ – აღნიშნავს ის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქართველოში ავტოპარკის გაახალგაზრდავება მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი მიდგომაა საჭირო, ერთი კანონპროექტი სურათს ვერ შეცვლის” – ეკა ლალიაშვილი
  • ზახაროვა განცხადებას ავრცელებს
  • მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge