სერბეთში 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წარმომადგენელი ასპარეზობს – რეზო მარსაგიშვილი (61 კგ), საბა კობახიძე (74 კგ), თორნიკე სამხარაძე (86 კგ), სანდრო ყურაშვილი (92 კგ), ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ).
ფინალურ ბლოკში კი სამი ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ), გიორგი გოგრიჭიანი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ).
