ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯინმა დონალდ ტრამპს მიმართა – “ფრთხილად იყავით, რომ თავად არ გაქრეთ“. ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელამ ალი ლარიჯინმა, რაც ტრამპმა განცხადება გააკეთა ირანთან დაკავშირებით.
“აშურას მოყვარული ირანელი ხალხი არ უშინდება თქვენს ფუჭ მუქარას. რადგან იმათაც კი, ვინც თქვენზე ძლიერნი იყვნენ, ვერ შეძლეს მისი წაშლა… ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ თავად არ გაქრეთ“ – ასალი ლარიჯინი დონალდ ტრამპს.
მანამდე დონალდ ტრამპმა დაწერა: „თუ ირანი რაიმეს გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, მათ ამერიკის შეერთებული შტატები ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე დაარტყა. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ ადვილად გასანადგურებელ სამიზნეებს, რაც ირანს, როგორც ერს, კვლავ აშენებას ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის. სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა დაატყდება მათ თავს, თუმცა იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდეს! ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქარი ჩინეთისა და ყველა იმ ერისათვის, ვინც ინტენსიურად იყენებს ჰორმუზის სრუტეს. იმედია, ეს ჟესტი სათანადოდ იქნება დაფასებული“.
