სენაკში, სოფელ ნოსირთან, თბილისი–სენაკი–ლესელიძის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
ავარიის გამო, გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია და ავტომობილების გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
