ქუვეითის სახელმწიფო ნავთობის მომპოვებელმა კომპანიამ KPC ნავთობის წარმოება დროებით შეაჩერა და ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა.
როგორც უცხოური მედია წერს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ირან-ამერიკის ომია. უფრო კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ საწვავით სავსე ტანკერების მიმართ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში არის გაჩერებული, მუდმივად ხორციელდება მუქარა. ცნობისათვის, ამჟამად გადაზიდული ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტეში იმყოფება.
„KPC ხაზს უსვამს, რომ ეს ცვლილება პრევენციული ხასიათისაა და გადაიხედება სიტუაციის განვითარებისთანავე. მზად ვართ, აღვადგინოთ წარმოება, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, აშშ-ირანის ომის შედეგად შეფერხებული ნაკადებისა და გლობალური გაურკვევლობის შედეგად, ნავთობისა და გაზის ფასები ბოლო კვირის განმავლობაში ბარელზე 20 დოლარზე მეტით გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა.
