Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება” – შალვა პაპუაშვილი

March 9, 2026
“იურისტები მუშაობენ, ვამზადებთ სარჩელს” – შალვა პაპუაშვილი BBC-ზე

x

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიიდან 70 წლის წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ 9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა.

მისი თქმით, შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მსხვერპლი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანამდე მერყეობს.

1956 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან 35 წელი იყო გასული. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრეული ბოლშევიზმის ხანა გვიანი სტალინური ნაციონალიზმის პოლიტიკამ შეცვალა, რამაც ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა გარემოსთან ინტეგრირებული ეროვნული თვითშეგნება დაბადა. სტალინის სიკვდილის შემდეგ “ბელადის” საწინააღმდეგო პოლიტიკის გახმიანებამ ყველაზე დიდი რეაქცია საქართველოში გამოიწვია. მოსახლეობის უმრავლესობამ ახალი პოლიტიკა ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად აღიქვა.

9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა საბჭოთა სისტემის შიგნითვე და მის წინააღმდეგ. შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ეს ისტორიული მოვლენა თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება.

ნათელი დაადგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა სულებს!“- წერს პაპუაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge