“გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა ჩვენს ქვეყანას ათასჯერ შეუტია – მტერმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1 750 თავდასხმის დრონი, 1 530 მართვადი საჰაერო ბომბი და 39 რაკეტა გამოიყენა. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი შენობები. ჩვენი მეომრები თავდასხმების უმრავლესობას იგერიებენ, თუმცა ყოველდღიურად მეტი დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, ეს არის საჰაერო თავდაცვის რაკეტები PURL ინიციატივის ფარგლებში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარდაჭერას აგრძელებს. რუსეთისა და მისი თანამზრახველების წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ყველაფერი, რაც რუსეთის ფედერაციას ამ ომის დაფინანსებასა და გაგრძელებაში ეხმარება, უნდა დაიბლოკოს. დღეს ევროპელ პარტნიორებთან ამ თითოეულ ელემენტზე მოლაპარაკებები გაიმართება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება.” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
