Saturday, March 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ოცნებამ“, ბრძოლა ვერ გააჩერა – ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია” – ელენე ხოშტარია

March 7, 2026
ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს

„ოცნებამ“, ბრძოლა ვერ გააჩერა – ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს გზავნილში, რომელიც „ოპოზიციის ალიანსაა“ და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაზე წაიკითხეს.

ხოშტარიას თქმით, ალიანსის განაცხადში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა უბრალოდ ერთობის დეკლარირება, არამედ ბრძოლის სტრატეგიაზე, პასუხისმგებლობის აღება.

ოპოზიციური ალიანსის შექმნა მართლაც ბრძოლის ახალი ეტაპია და წარმატების პირობებში გამარჯვება აბსოლუტურად კონკრეტულად და რეალისტურად გამოიყურება, – ამბობს გზავნილში ელენე ხოშტარია.

„პირველი და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსის განაცხადში არის არა უბრალოდ ერთობის დეკლარირება, არამედ ბრძოლის სტრატეგიაზე, შესაბამისად, გამარჯვების გზაზე პასუხისმგებლობის აღება. არსებითად, სწორედ ამით არის ეს თანხმობა განსხვავებული და სწორედ ეს საფუძველია ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ურთიერთსიმპათია და საზეიმო ტორტებით გაფორმებული ერთობის დაპირება. მოქმედების ხედვა და ქცევის წესები – ორივე კონკრეტული და გაზომვადია და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. პოლიტიკაში, დემოკრატიულ პროცესში ანგარიშვალდებულება ბევრად უფრო ეფექტური იარაღია, ვიდრე სიმპათია და ნდობა.

შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომელიც ალბათ ბევრს გაუჩნდებოდა – რატომ უნდა ვენდოთ? – პასუხია: არ ენდოთ, მოთხოვეთ! აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო პოლიტიკაში ნდობასთან მიმართებით, რადგან საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის სიცხადე ურთიერთობის წესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი დამოკიდებულებით, ნდობა, როგორც ადამიანებს შორის კერძო ურთიერთობებში, ასევე პოლიტიკაშიც ყველაზე „მყარი ვალუტაა“. დროთა განმავლობაში ის ძალიან ბევრ სხვა რესურსს უკან ჩამოიტოვებს, მათ შორის მოკლევადიანად ძალიან მომხიბვლელ რესურსებს. ამასთანავე, ნდობა ვერასდროს იქნება პოლიტიკური ურთიერთობების ერთადერთი განმსაზღვრელი ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ეს უკიდურესად საშიშია. აუცილებელია ამ ურთიერთობების დაზღვევა უფრო კონკრეტული, გაზომვადი ინსტრუმენტებით. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობაში ბევრია ნაფიქრი ისეთ დამზღვევ მექანიზმებზე, როგორებიცაა: კონტროლი, შემოწმება და ანგარიშვალდებულება. სულ სხვანაირი იქნებოდა სამყარო, მმართველობაში ადამიანის არჩევისას ნდობა საკმარისი რესურსი რომ ყოფილიყო. შესაბამისად, ეს ალიანსი იძლევა კონტროლის და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რაც მას ბევრი სხვა ერთობისგან განასხვავებს. მაშ, რას მოითხოვს ჩვენგან ეგზისტენციალური კრიზისის ეს ეტაპი და რისი შესრულება იქნება გამარჯვების საწინდარი? დღევანდელი ვითარების აღწერისას ძალიან მოკლედ რამდენიმე შეფასება უნდა გაგიზიაროთ:

ჩვენმა თითქმის 500-დღიანმა ბრძოლამ გამარჯვება ჯერ ვერ მოგვიტანა, თუმცა, მიგვაღწევინა უმნიშვნელოვანეს მიზნამდე. „ოცნებამ“, უდიდესი ძალისხმევისა და საკუთარი დანაკარგების მიუხედავად, ბრძოლა ვერ გააჩერა.

ჩვენი დაზიანების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება და კიდევ უფრო ზიანდება „ოცნება”. დღეს ის უფრო სუსტია, ვიდრე ბრძოლის დასაწყისში იყო. უფრო აგრესიული და, შესაბამისად, უფრო სუსტი.

ამგვარად, ალიანსის შექმნა მართლაც ბრძოლის ახალი ეტაპია და წარმატების პირობებში გამარჯვება აბსოლუტურად კონკრეტულად და რეალისტურად გამოიყურება. ალიანსი გამარჯვებისთვის – არა ლამაზი, სასურველი სიტყვები, არამედ გააზრებული გეგმაა”, – აცხადებს ხოშტარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე”- კობახიძე
  • რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • “ეს ყველაფერი ტყუილია”- ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge