ლუიზიანას შტატის ჯანდაცვის სამინისტრო ნოროვირუსის აფეთქებას იკვლევს, რომლის გამოც კაზინოში 200-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ვირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაცია პირველად 5 თებერვალს გაჟღერდა, მას შემდეგ რაც რამდენიმე ადამიანმა კაზინო e L’Auberge Casino Resort Lake Charles-ში ვიზიტის შემდეგ, თავი ცუდად იგრძნეს.
ნოროვირუსი აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს პირებისგან აღიწერება როგორც „კუჭ-ნაწლავის დაავადებების უაღრესად გადამდები ვირუსი, რომელიც ემართება ყველას, ვისაც უშუალო კონტაქტი აქვს დაავადებულ პირთან, ეხება დაბინძურებულ ზედაპირს, იდებს ხელს პირში ან იყენებს დაბინძურებულ წყალსა და საკვებს“.
CNN-ი აღნიშნავს, რომ ნოროვირუსი არ არის კავშირში კორონავირუსთან ან კუჭის გრიპთან. ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნოროვირუსის სიმპტომებია გულისრევა, დიარეა და ცხელება.
რატომ მოხდა ვირუსის აფეთქება ლუიზიანაში, ამ ეტაპისთვის ოფიციალურ უწყებებს პასუხი არ აქვთ.