Saturday, March 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ გამოვრიცხავ ივანიშვილმა გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს” – თინა ბოკუჩავა

March 6, 2026
“არ გამოვრიცხავ ივანიშვილმა გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს” – თინა ბოკუჩავა

“არ გამოვრიცხავ ივანიშვილმა, თუ დაინახა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია მართლაც გაერთიანდა, გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია “ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო”, რომელიც დასრულდა.

კონკრეტულად გახარიას რაც შეეხება, მე საერთოდ აღარ განვიხილავ ამ ოპოზიციურ ძალას, როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას. მე მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პროექტი, რომელიც გამოჩნდა ნამდვილად, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო, უბრალოდ დახურულია, ლიკვიდირებულია, როგორც პოლიტიკური პროექტი იმიტომ, რომ მოხდა მისი სრული შეწოვა და კოოპტაცია, პოლიტიკურ თეორიაშიც არსებობს ეს ცნება, როდესაც ხდება პირდაპირ შეწოვა მმართველი, როგორც წესი ავტოკრატიული მმართველი პოლიტიკური ძალების მიერ და ეს მოხდა გახარიას შემთხვევაშიც. 

ახლა ვხედავთ, რომ ის გაქრა და დასრულდა, როგორც პოლიტიკური პროექტი. ბუნებრივია, მე აქ არავიზე პიროვნულად არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკურ პროექტზე, რომელსაც ერქვა გახარია, რომელსაც ვითომ უნდა მიეზიდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილი, რომ ისინი არ წამოსულიყვნენ უფრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ” და რეალურად ოპოზიციური პარტიებისკენ. ეს პოლიტიკური პროექტი ივანიშვილს ჩაუვარდა. ის, რომ ეს ადამიანი წასულია ქვეყნიდან ამაზეც მეტყველებს, რატომ მისცეს მას შესაძლებლობა წასვლის და სხვა პოლიტიკოსებს არ მისცეს თუნდაც. ფაქტია, რომ არსებობს… რა თქმა უნდა, ეს გარიგების საგანია, რა თქმა უნდა, გიორგი გახარია იქ იქნება, სანამ ეს ასე სჭირდება ბიძინა ივანიშვილს და არც იმას გამოვრიცხავ სხვათა შორის, რაღაც მომენტში გახარიას ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცეს, თუ დაინახა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია მართლაც გაერთიანდა, ოპოზიცია მართლაც მზად არის ბრძოლისთვის და ეს ბრძოლის თარიღი ჩაინიშნა თავისუფალი სამართლიანი არჩევნების სახით, რისი ალბათობაც სულ უფრო და უფრო იმატებს,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამინდი მკვეთრად შეიცვლება – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge