კახა კალაძე უკვე მეორე დღეა მათ დაჭერას აანონსებს, ვინც “ქართული ოცნების” ირანულ კავშირებს ამხელს. ახალი სამიზნე გიორგი კანდელაკი გახდა, მკვლევარი, რომელიც საბჭოთა წარსულს იკვლევს. კანდელაკი იმ ანგარიშის თანაავტორია, რომელიც საქართველოში ისლამური რესპუბლიკის გავლენების ზრდას ეხება. ჰადსონის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში წერია, რომ ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური და კულტურული აქტივობა საქართველოში მკვეთრად გაიზარდა. ამავე ანაგრიშში გამოთქმული მოსაზრება, რომ ირანი ცდილობს საქართველო სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად აქციოს.
არსებობს მოსაზრება, რომ ირანულ კავშირებზე მომზადებული კვლევები, შეერთებულ შტატებში ჩასულ “ქართული ოცნების” ლიდერებს წინ ხვდებათ, რაც მათ საუბარს ურთულებს. 3 დღეა “ოცნების” პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონშია. ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობენ.
