Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ვერავინ ამოიღო ხმა “ტეხავს” კახი, ამის დრო არაა ახლა და ნუ შვრებიო?” – ნინო ჟვანია

April 20, 2022
“ვერავინ ამოიღო ხმა “ტეხავს” კახი, ამის დრო არაა ახლა და ნუ შვრებიო?” – ნინო ჟვანია

 

თბილისის მერიის განცხადებით, პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. კახა კალაძის თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.

დედაქალაქის მერის აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“კალაძე: “თბილისში ყოველ შაბათ-კვირას ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება”.

არაადეკვატურობის ზეიმი!

მაგის მეორე სამშობლო მაინც არ იყოს, ან სახლი არ ჰქონდეს იქ, ან ძმაკაცები არ ჰყავდეს. ცოლს ბიზნესის და მას კარიერის პირველი ნაბიჯები უკრაინაში აქვთ ადგმული.

უარესად მძიმე დღეებია წინ, ყველამ იცის ეს. ბუჩაზე უარესის მოლოდინშია მსოფლიო როცა იმ დაპყრობილ ქალაქებში შევლენ. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები გაიმართება 9 მაისამდე, ყველა ემზადება, მსოფლიო მსჯელობს ქიმიურ იარაღს გამოიყენებს თუ არაო, იაპონიამ რადიაციასაწინააღმდეგო კომუფლიაჟი გაუგზავნა, ქვეყანა ყირაზე დგას. მსოფლიო დგას ყირაზე.

მორწმუნეები ღამეებს ლოცვაში ათენებენ. თბილისის სასროლეთში ადგილები აღარაა, ყველა ეწერება და სამოქალაქო თავდაცვას სწავლობს.

კაფე-ბარებში ისეთი დაძაბული სიტუაციაა რუსი ტურისტების თავაშვებული ‘გულავის’ გამო რომ პროვოკაციის ზღვარზე ვართ.

სასტუმროებში უკრაინელებს და პროპუტინისტ უკრაინის მოქალაქეებს შორის ისეთი დაძაბულობაა ერთ სივრცეში ვეღარ ჩერდებიან და ყველაფერ ამაზე თვალს ხუჭავენ, სირაქლემას პოზაში არიან. ეგ არ გვყოფნის ახლა კიდევ ჩიტო-გვრიტო უნდა ვუმღეროთ პარკებში ტურისტებს?!

რა კონცერტი ბიჭო? ან ესტრადა სად გვყავს, ან ვარსკვლავი? ისევ ფორტე უნდა გამოკვებოთ? ან მრჩეველი არ ჰყავს ამას, ან ჭკუის დამრიგებელი ცოტა მოკრძალება იქონიეო რომ უკარნახოს?

ნიუსები იდებოდა, რაღაც რეკორდული რაოდენობის სტაფი ჰყავს პიარის სამსახურშიო. ცალკე “ლაივ” კამერის დამჭერი, “სელფის” ჯოხის მტარებელი, ფეისბუქ პეიჯზე დამშეარებელი და ლაიქების დამსმელები ჰყავს გაფორმებულიო და ვერავინ ამოიღო ხმა “ტეხავს” კახი, ამის დრო არაა ახლა და ნუ შვრებიო?”, – წერს ნინო ჟვანია “ფეისბუქი” – ს პირად გვერდზე.

https://mix.metronome.ge/27470-2/

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აქცია ლოზუნგით “ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია” დასრულდა |მონაწილეებმა რუსთაველზე გადაინაცვლეს
  • “ეს არის ის დღე, როცა ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩენთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას”- სალომე ზურაბიშვილი
  • “დაწყნარდეს… ვიღაც კობახიძეები არიან გარდამავალები”- ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებაზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge