მსოფლიოში ოქროს ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 100 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.58%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.89 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.70%-ით გაზრდილი ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 463 ლარია, 750-სინჯიანი – 347 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 271 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.17 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.53 ლარად არის შესაძლებელი.
