Saturday, March 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საქართველოში თხევადი გაზის ფასი ზრდას ამ დღეებში დაიწყებს – დეფიციტი არ არის, მაგრამ ფასი უდაოდ გაიზრდება“ – ნიკა ხოფერია

March 6, 2026
„საქართველოში თხევადი გაზის ფასი ზრდას ამ დღეებში დაიწყებს – დეფიციტი არ არის, მაგრამ ფასი უდაოდ გაიზრდება“ – ნიკა ხოფერია

5 მარტს დღის ჭრილში პროპანის ფასი 2.89%-ით დაეცა და გალონზე 0.72 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ერთ დღეში ფასის კლების მიუხედავად, კვირის განმავლობაში 7%-იანი, ხოლო თვის ჭრილში ფასების 11%-იანი ზრდა ფიქსირდება.

როგორც ხოფერიამ განაცხადა, დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, თუმცა ფასის მატება უახლოეს დღეებში სავარაუდოდ მოხდება – ამის შესახებ ნიკა ხოფერიამ  „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

„ჯერ-ჯერობით დეფიციტი არ არის, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში, აისახება ფასზე. შესაძლოა, დეფიციტი საერთოდ არც გვქონდეს, მაგრამ ფასზე გავლენები მაინც მოხდება. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა შეიძლება გახდეს ფასი, მაგრამ რომ აიწევა, ეს უდავოა. ამ დღეებში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ფასი უკვე დაიწყებს ზრდას.

სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე რყევები უკვე შეინიშნება. ჩვენ თხევადი გაზის ერთადერთი მომწოდებელი გვყავს სამწუხაროდ, რუსეთი, იქ ფასის ცვლილება რასაკვირველია, ჩვენთანაც გამოიწვევს შესაბამის ასახვას.

ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაც და სხვა მიმდინარე ფაქტორებიც. რატომ და როგორ აისახება ეს რუსეთზე? – იმ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთი აწვდის თხევად გაზს, დასჭირდებათ უფრო მეტი რაოდენობის თხევადი აირი. ეს იმიტომ, რომ ჩაეკეტებათ მიწოდების სხვა ალტერნატიული გზები. ჩვენ გარდა, რუსეთი ამარაგებს ძალიან ბევრ ქვეყანას. როგორც იცით, ირანმა შეაჩერა წარმოება და აღარ ხდება იქიდან გატანა. გამომდინარე იქიდან, რომ ირანი ვეღარ მიაწვდის თხევად გაზს სომხეთს, ავღანეთს, ყირგიზეთს თუ სხვა ქვეყნებს, ეს დაწოლა რუსეთზე წავა. რუსეთმა უნდა შეავსოს ეს მიწოდება და მოხმარება სწორედ იქიდან გაიზრდება.

საქართველოში უფრო საავტომობილო გაზია პოპულარული და მოხმარებადი. გარდა ამისა, კომუნალური თვალსაზრისითაც მოიხმარენ, დიდ რაოდენობას არა, მაგრამ რასაც მოიხმარენ, ბუნებრივია, ისიც გაძვირდება“, – განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • დედოფლისწყაროში გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს – დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge