უკრაინელებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში ელექტროსადგური დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რუსული მხარეც. მათივე ცნობით, დრონების ნამსხვრევები აბინსკის ქალაქთან ახლოს, ბერეჟნაიას ფერმასთან დაეცა, სადაც კუბანსკაიას ქვესადგური მდებარეობს. უკრაინული მედია წერს, რომ ელექტროსადგური 500-კილოვატიანი მთავარი ქსელების ცენტრალური კვანძია.
