Thursday, March 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არსენალის მთაზე ოცნების სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

March 5, 2026
არსენალის მთაზე ოცნების სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

არსენალის მთაზე ოცნების სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა – ამის შესახებ გამოცემა BM. ge წერს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც ფონდი იწვევდა არქიტექტურულ კომპანიებს თბილისში არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის ესკიზური პროექტების მომზადებისთვის. როგორც სატენდერო კომისიის ოქმშია აღნიშნული, შეწყვეტა უკავშირდება სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებას.

გამოცემის ცნობით, ტენდერის შეწყვეტისას, ექვს საინჟინრო არქიტექტურულ კომპანიას საკუთარი წინადადება და პროექტის რენდერები უკვე წარდგენილი ჰქონდა. შეთავაზებების ღირებულება 3.3-4.4 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული

ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობების სია ასეთია:
• პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²
• მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
• ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²
• საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²
• ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²
• რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²
• დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²
• განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,600 მ²
• კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²
• თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²
• საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
• შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²
სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები

არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის გეგმის შესახებ კობახიძემ 2025 წლის დეკემბერში ისაუბრა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდი ბრიტანეთი კატარში დამატებით ავიაგამანადგურებელს აგზავნის
  • კალიფორნიაში ბრიტნი სპირსი დააკავეს
  • “ძალები არათანაბარია და ადრე თუ გვიან ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს ირანის შეიარაღებული ძალების განეიტრალებას” – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge