ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გაკეთდა:
“ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ ახლა თქვენგან მესმის. უნდა გამოვიკვლიო, რა არის ამ ინფორმაციის წყარო და მისი ხასიათი, რის შემდეგაც შევძლებ კომენტარის გაკეთებას. სხვათა შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა არ არის მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა – გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების (კერძოდ, სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების) სამხედრო ბაზებია განლაგებული, საიდანაც ირანზე და მის უდანაშაულო ხალხზე თავდასხმები ხორციელდება. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, თუ რეგიონში არსებული ნებისმიერი სამხედრო ბაზა ირანის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და იქ ამერიკული ძალები იქნებიან მობილიზებული, ჩვენ მათ სამიზნედ ვაქცევთ. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა”, – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში 2 ირანული დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
