Thursday, March 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძალები არათანაბარია და ადრე თუ გვიან ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს ირანის შეიარაღებული ძალების განეიტრალებას” – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”

March 5, 2026
“ძალები არათანაბარია და ადრე თუ გვიან ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს ირანის შეიარაღებული ძალების განეიტრალებას” – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”

28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

რა ვითარებაა ამ დროისთვის რეგიონში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანში – აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ “მეტრონომი” კონფლიქტოლოგ, პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან ირანს დაუმთავრდება იარაღი, რაკეტები, დრონები და ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს ირანის შეიარაღებული ძალების განეიტრალებას.

“ჯერჯერობით, ირანის რეჟიმი თვლის რომ მყარად არის და გარკვეულწილად უწევს წინააღმდეგობას ამერიკას, თუმცა რამდენ ხანს გაუძლებს ძნელი სათქმელია, რადგან ძალები არათანაბარია და ადრე თუ გვიან ამერიკის შეერთებული შტატები მოახერხებს ირანის შეიარაღებული ძალების განეიტრალებას.

ადრე თუ გვიან ირანს დაუმთავრდება იარაღი, რაკეტები, დრონები, და დადუმდებიან. თუმცა რეჟიმი ასე არ იცვლება, რეჟიმი შიგნიდან უნდა შეიცვალოს, თუ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ამოცანა რეჟიმის შეცვლაა ეს ცოტა რთული იქნება, რადგან ამ ყოველივეს იარაღით ვერ მოერევიან. რეჟიმის შეცვლისათვის საჭიროა შიგნიდან მოხდეს აფეთქება, შიგნიდან მოხდეს აფეთქება ცოტა არასწორი სიტყვაა უფრო სწორად, შიგნით პოლიტიკურად თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, ეს ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირს, როცა შიგნით მოხდა რეფორმა და გარედან იყო ზეწოლა, ეკონომიკური პრობლემები თუმცა გადაწყვეტილების მიღება შიგნით მოხდა. ასე უნდა მოხდეს ირანშიც, უნდა მიხვდნენ რომ ასეთი წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.

ირანს თუ უნდა რომ რეჟიმი შეინარჩუნოს უნდა ორი რამე გააკეთოს: ერთი, უარი თქვას ბირთვულ იარაღზე, არ სჭირდება არანაირად. ძალიან ბევრ სახელმწიფოს არ აქვს ბირთვული იარაღი და ამით არაფერი არ მოსდით, მაგალითად: კანადა, თურქეთი, იაპონია, გერმანია, ესპანეთი არ აქვთ ბირთვული იარაღი მაგრამ არაფერი არ აკლდებათ. მეორე, უნდა აღიარონ ისრაელი, როგორც სახელმწიფო და დაამყარონ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. შეიძლება ვიღაცას ეგონოს რომ ისრაელი ახორციელებს აგრესიას ირანის წინააღმდეგ თუმცა სინამდვილეში პირიქითაა, ირანი ემუქრებოდა მუდმივად ისრაელს რომ გაანადგურებდა და აღგვიდა პირისაგან მიწისა, აშკარად მთელი მისი პოლიტიკა იყო აგებული იმაზე რომ ისრაელი გაენადგურებინა, ისრაელიც შესაბამისად ემზადებოდა და ახლა მოხდა რეალიზაცია ამისი. ამიტომ საჭიროა ისრაელი აღიაროს როგორც სახელმწიფო, უარი თქვას ისრაელის განადგურებაზე და დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები.

თუ ამ ორ საქმეს გააკეთებს დარწმუნებული ვარ რომ თავს დაანებებს ამერიკის შეერთებული შტატებიც და ისრაელიც. თუ არ გააკეთებენ და რეჟიმი განაგრძობს არსებობას ამ ორი იდეის მხარდაჭერით რომ ბირთვული იარაღიც ჰქონდეთ და ისრაელიც გაანადგურონ მაშინ გაგრძელდება ეს ყველაფერი და ვინ იცის ვინ გაიმარჯვებს.

ყველაზე ცუდი ვარიანტი არის ის რომ რეჟიმის ჩამოშლის დროს შესაძლოა დაიწყოს სამოქალაქო ომი შიგნით, რადგან ჩვენ ვხედავთ რომ არის მოსახლეობა, ვინც წინააღმდეგია რეჟიმის, მაგრამ მათ იარაღი არ აქვთ, თუმცა თუ მიიღებენ იარაღს ამერიკიდან ან ისრაელიდან, დაუპირისპირდებიან არსებულ ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და ამან შეიძლება გამოიწვიოს შესაძლო სამოქალაქო შეტაკება და გადაიზარდოს რეგიონებში, ეს იქნება ერაყი, სირია, ლიბანი და ამან შესაძლოა გაართულოს ვითარება. ჯერჯერობით ველოდებით, შესაძლოა ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში მოგვარდეს ან ორი-სამი კვირა გაგრძელდეს, თუმცა არამგონია უფრო მეტხანს” – აღნიშნა მან.

დღეს, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა –  რა შედეგს მოიტანს ეს თავდასხმა და რა საფრთხე არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის?

“ჩვენი ქვეყნისთვის მე ჯერჯერობით ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ნამდვილად.

აზერბაიჯანი იმდენად ჩართულია კონტექსტში მოგეხსენებათ, აზერბაიჯანელების დიდი რაოდენობა ცხოვრობს ირანში, იმაზე მეტიც კი ვიდრე აზერბაიჯანში. თუმცა კონკრეტულად ამ ფაქტზე რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ დაიწყო ირანმა მოქმედება არ ვიცი, მე ვიცი რომ ნახიჩევანის აეროპორტში ჩამოვარდა დრონი, თუმცა შესაძლოა შემთხვევითი იყოს. როგორც მოგეხსენებათ თურქეთის წინააღმდეგაც იყო გაშვებული გუშინწინ რაკეტა და შემდეგ ჩამოგდებულ იქნა, რის შემდეგაც აღიარეს რომ შემთხვევით იყო და მიზანი აერიათ, შესაძლოა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც ასე იყოს.

შესაძლოა ეჭვი აქვთ რომ ნახიჩევანის აეროპორტიდან ხდებოდა გარკვეულწილად დაზიანება ირანის? ინფორმაცია არ არსებობს, ნებისმიერი აეროპორტი ორმაგი დანიშნულების ფუნქციას ატარებს, ორმაგ ფუნქციას მათ შორის სამხედრო ფუნქციასაც. ნახიჩევანიდან თუ ხდებოდა რაღაც დრონების გაშვება და ირანმა ჩათვალა რომ ეს იყო ვთქვათ ლეგიტიმური მიზანი ერთია და მეორეა შესაძლოა შემთხვევითაც მომხდარიყო ეს ყველაფერი. ასე რომ ფაქტია ისიც რომ ნახიჩევანის დაბომბვით აზერბაიჯანიც ერთვება კონფლიქტში, თუმცა ჯერჯერობით სრული და საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს” – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა სიმპტომები აქვს „ჰონკონგის გრიპს“- პედიატრი მშობლებს აფრთხილებს
  • “”ქართული ოცნება” სწრაფად ემსგავსება ჭაობში ჩავარდნილ ადამიანს”- სალომე სამადაშვილი
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge