Thursday, March 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

March 5, 2026
“აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები” – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს აზრებაიჯანში ორი ირანული დრონის ჩამოვარდნის ფაქტზე – “აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები”.

“5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე განხორციელდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით. ერთი დრონი დაეცა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას. მეორე დრონი ჩამოვარდა სოფელ შაქარაბადში, სკოლის შენობის მახლობლად.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ ამ თავდასხმებს, რამაც გამოიწვია აეროპორტის შენობის დაზიანება და ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაშავება. ეს თავდასხმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას და ემსახურება რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას.

ჩვენ მოვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან:მოკლე ვადებში წარმოადგინოს მკაფიო განმარტება მომხდართან დაკავშირებით; ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება;
მიიღოს აუცილებელი გადაუდებელი ზომები, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი თავდასხმების განმეორება. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მოჯთაბა დამირჩილუ, დაბარებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ირანულ მხარეს გადაეცემა მკაცრი პროტესტი და შესაბამისი საპროტესტო ნოტა” – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში 2 ირანული დრონი ჩამოვარდა. შედეგად, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი” – ირაკლი ზარქუა „ოპოზიციურ ალიანსზე“
  • ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ
  • ტრამპის სამხედრო ოპერაცია ირანში, შესაძლოა, შემოდგომამდე გაგრძელდეს – POLITICO

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge