“მეტრონომი” პოლიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელმაც განცხადება გააკეთა მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე “ქართულმა ოცნებამ”დაამტკიცა კანონი, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს
“რაც შეეხება ახალ კანონთან დაუმორჩილებლობას ეს ისედაც დასჯადია ჩვენთან და თუ პოლიტიკურ არ აღიარებაზეა ლაპარაკი ნუ ბუნებრივი ეს ძალიან ბობოქარ რეჟიმებსაც კი არ აქვთ ასეთი კანონმდებლობა, რეჟიმის ფორმირების ბუნებაა ასეთია.
ხელისუფლება ცდილობს ყოველთვის რომ ნებისმიერი ალტერნატიული აზრი, ნებისმიერი კრიტიკა გაანადგუროს. სხვადასხვა მეთოდებით თავისი ფანტაზიის და თავისი უნარების შესაბამისად ასეთი კანონებს იღებენ.
ერთგვარი ბულიმიით არის დაავადებული ეს სისტემა, როგორც ურჩხული, ჭამს ყველაფერს რისი ჭამაც შეუძლია და ამ პროცესში ვართ.
ათეულობით პოლიტპატიმარი გვყავს, შეგუებულები ვართ უკვე ყველაფერს, ტროტუარზე დგომისთვის რომ ადამიანს იჭერენ და კიდევ ფეისბუქ პოსტისთვის ამის შემდეგ აღარაფერი არ გიკვირს, რა უნდა გაგიკვირდეს” – განაცხადა გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას.
