Wednesday, March 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდაოს!” – ლევან მახაშვილი

March 4, 2026
“ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

ვხედავთ, თუ ადამიანს გააბრუებ, სადმე ტანკებით შესვლა სულ არ არის საჭირო, რადგან უცხოს გასაკეთებელს ეს ადამიანები გააკეთებენ – ამის მიმართ საუკეთესო ფარი სიმართლეა და ამიტომაც არის გაცხოველებული თავდასხმები “იმედზე“, “პოსტვ“-ზე და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება! – ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდაოს! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან მახაშვილმა გააკეთა.

მახაშვილი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რეგიონში რთული დრო დადგა, რაც გამოწვეული იმით, რომ ერთმანეთს დიდი, გლობალური ძალები უპირისპირდებიან და რეგიონული კონფლიქტების გაფართოება ამით არის ნაკარნახევი.

“სამწუხაროდ, დიპლომატია იარაღმა ჩაანაცვლა. ერთი არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯი შეიძლება ჩვენს სახელმწიფოს ძალიან მძიმედ დაუჯდეს. სწორედ ასეთ დროს საქართველოს სჭირდება არა ემოციებზე აყოლა, პოლიტიკური მატრაკვეცობა და ომობანას თამაშისკენ მოწოდებები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან, არამედ ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.

საქართველოს გარშემო განვითარებული თითოეული ტრაგედია გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია მშვიდობა. ჩვენი უპირველესი ვალდებულება ისაა, რომ ასეთი მსხვერპლი მოსახლეობას ავარიდოთ. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გახსოვთ, როგორ აგრესიულად და უპასუხისმგებლოდ მოითხოვდნენ, რომ საქართველო ამ უმძიმესს ავანტიურაში შესულიყო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იგივე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე საქართველო ისტორიის სწორ მხარეს უნდა დადგეს.

ამ ცხელმა თავებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა არის გონივრული, პასუხისმგებლობიანი მშვიდობის პოლიტიკა. დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის “ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ, შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად“, – განაცხადა მახაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4 მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი
  • ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა
  • რით არის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რომელიც „დე ფაქტო“ ჩაკეტილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge