ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედის დილა” აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო დღეა – სამშაბათი, რადგან სწორედ კვირის აღნიშნულ დღეს ზოგიერთ ადამიანს ე.წ. ნიღაბი მოეხსსნება.
„კვირა მთლიანობაში არ არის ცუდი, განსაკუთრებით მეორე ნახევარი. 20 რიცხვში მზე გამოდის ვერძის აგრესიული ნიშნიდან და გადადის ყველაზე სტაბილურ, მშვიდობიან ნიშანში, ერთ თვით.
კვირის მეორე ნახევარი უკეთესია, უფრო ბევრად სტაბილურია, მეორე ნახევარსაც არაუშავს. მინდა, უახლოესი 10 დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ, 28 რიცხვამდე, იმიტომ, რომ 29 აპრილს, ერთ-ერთი უმძიმესი პლანეტა – პლუტონი, მორიელის ერთ-ერთი მმართველი ხდება, რეტროგრადული, უკანმავალი, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთო შინაგანი დაძაბულობაც ცოტა მოიმატებს, თან 30-ში მზის დაბნელება გვაქვს. ამიტომ, რადგან აპრილის ბოლოსკენ ცოტა რთული პერიოდი გვაქვს, აი, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ ყველა ადამიანს გაცილებით მეტი შესაძლებლობები მიეცემა. რადგან მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადადის, სტაბილიზაციის ფაქტორი მეტად მოიმატებს.
მიუხედავად იმისა, მაისში მზისა და მთვარის დაბნელება უნდა გავიაროთ, კურო მაინც მოგვცემს საშუალებას, რომ ეს პერიოდები შედარებით მშვიდად გავიაროთ.
ამ კვირაში ყურადღება გეომაგნიტურ დღეებს მიაქციეთ – დღეს, ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას. ამ დღეებში შესაძლოა, ადამიანის გულსისხლძარღვოვანი მდგომარეობა შეუცვალოს.
მინდა სამშაბათ დღეს მიაქციოთ ყურადღება. სამშაბათს ზოგიერთი ადამიანის ნიღაბი მოიხსნება და უცებ დაინახავთ, ვინ რას წარმოადგენს.
სამშაბათს დააკვირდით ადამიანებს, როგორ მოეხსნებათ ზოგიერთს ნიღაბი და მის რეალურ სახეს დაინახავთ. ამ მხრივ სამშაბათი ძალიან საინტერესო დღეა, მოდი ასე ვთქვათ, ნიღბების მოხსნის დღეა“ , – ამბობს ცაგარელი.