Reuters ირანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყეს.
ექსპერტთა ასამბლეა დაახლოებით 90 წევრისგან შედგება და ის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი. ექსპერტთა ასამბლეის შენობა თეირანიდან სამხრეთით, ქალაქ ქომში მდებარეობს.
როგორც Fox News ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, ისრაელის ძალებმა ექსპერტთა შენობაზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.
“მათ მიზანში ამოიღეს შეხვედრა თეირანში, სადაც ხელმძღვანელობის გადარჩენილი ნაწილი ახალი უმაღლესი ლიდერის შესარჩევად იყო შეკრებილი. ეს მიუთითებს ისრაელის დაზვერვის შესაძლებლობებზე ამ ომში” – თქვა Fox News-ის რეპორტიორმა
Fox News წერს, რომ აშშ-მა და ისრაელმა შაბათს დილით, მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ირანის 49 უმაღლესი რანგის ლიდერი მოკლეს, რის შედეგადაც ირანის სამხედრო სტრუქტურა ლიდერების გარეშე დარჩა.
