Tuesday, March 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

Facebook სტატუსზე კომენტარის გამო დაკავებულმა ლაშა ჩხარტიშვილმა იზოლატორი დატოვა

March 3, 2026
Facebook სტატუსზე კომენტარის გამო დაკავებულმა ლაშა ჩხარტიშვილმა იზოლატორი დატოვა

“ძირს ივანშვილის დიქტატურა” – ამ სიტყვებით დატოვა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი.

“ძირს ივანიშვილის დიქტატურა, აიათოლას მიეწიოს ბიძინა რუსი, ბიძინათოლა. აი კიდევ ერთხელ დავტოვე ქაჯების ციხე-სიმაგრე. ვერ გაგვაჩუმებენ. მიზანი ამ დაპატიმრების და სხვა დაპატიმრებებისაც იყო ჩემი და სხვათა გაჩუმება იმიტომ, რომ იქამდე მივიდნენ, რომ უკვე არათუ პოსტების გამო, არათუ საკუთარი აზრის მიტინგზე გამოხატვის გამო, სხვისი პოსტების კომენტარების გამო გვაპატიმრებენ. ნაბიდვრები არიან, მოდი ერთ ასოს შევცვლი, ახლა ნაბიზუარზე მიჩივლონ ამ მანიაკებმა.

ბიძინა რუსმა დამაპატიმრა იმიტომ, რომ მან მიიღო საკადრისი, საკუთარ დაბადების დღეზე მინიმუმი რაც შემეძლო მიმეტანა, ეს იყო შავი მიწის ტორტი. ის მალე აუცილებლად დაემხობა და ამოყოფს ციხეში თავს – საქართველოს გაძარცვის გამო, რის გამოც ციხეში ვართ ჩვენ, რის გამოც ქართველები ტოვებენ ქვეყანას მასობრივად და ჩვენ ადგილს ყიდიან სოფელ-სოფელ, კორპუს-კორპუს, ბინა-ბინა, ქალაქ-ქალა და ქალაქებსაც კი უშენებენ, რუსებზე, თურქებზე და სხვებზე. აქ საუბარია იმაზე, რომ მას უნდა ჩვენი თავიდან მოშორება იმიტომ, რომ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები რეალურად და უნდა ვიყოთ ქართველები, საქართველოში დაბადებული ადამიანები პირველ რიგში, უნდა ჩვენი ჩანაცვლება ემიგრანტებით იმიტომ, რომ მათგან იღებს ფულს და არა იმიტომ, რომ ისინი უყვარს. მას უნდა ჯერ კიდევ აქ მოუშინაურებელი ხალხი, რომელთაც ვითომდა ახლა რაღაც კანონებს უწესებს, სინამდვილეში აგრძელებს ჩვენი მიწა-წყლის გაყიდვას მასობრივად, გვინადგურებს მდინარეებს, 400-მდე ჰესის აშენება უნდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი დატბორვა და გენერატორად გადაქცევა. უნდა ჩვენი ქალაქების ჩაბეტონება და ეს ქალაქები შენდება არა ქართველებისთვის, არამედ გვგუდავენ და გვხოცავენ ჩვენ ქალაქებში იმიტომ, რომ აქ უცხოელებზე გაყოიდონ ბინები. ამას აკეთებს კალაძე, ივანიშვილი და მათი გარემოცვის სხვა ყაჩაღ-ბანდიტები.

ვერ გამაჩუმებენ, მესამე რეჟიმია რომელსაც ვებრძვი, ბოლომდე ვიბრძოლებ და ვერ მიაღწევენ იმას, რომ ფეხქვეშ მიწა ჩვენ გვეწვოდეს, ტროტუარზე დგომის უფლება არ გვქონდეს და ამის გამო პატიმრობაში აღმოვჩნდეთ, არამედ ამის გამო მიწა მათ უნდა დაეწვათ ფეხქვეშ.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველა ემიგრანტს მოვუწოდებ, სადაც დაინახავენ ამ ნაძირლებს, იქ მიაფურთხონ და საკადრისი პასუხი გასცენ, რაც მათ ეკუთვნით, საქართველოს მტრებს, მჭამელებს და გამყიდველებს.

საქართველოში ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბოლომდე ბრძოლა იმისათვის, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ეს დიქტატურა, რომლის ბოლომდე გამყარება და მეორე ჩრდილოეთ კორეის შექმნა უნდა ივანიშვილს. შევხვდებით რუსთაველზე. ივანიშვილი დაემხობა, გასამართლდება და ამოყობს თავს თავად ციხეში,” – თქვა გიორგი ჩხარტიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოძრაობა აიკრძალა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
  • ისრაელმა დაარტყა შენობას, სადაც ირანის უმაღლესი საბჭოს წევრები ხამენეის მემკვიდრეს ირჩევდნენ – მედია
  • ჰეზბოლა ისრაელთან „ღია ომის“ დაწყებას აანონსებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge