პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეხვედრას მართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტიები ხელს მოაწერენ „სტრატეგიული შეთანხმების“ დოკუმენტს.
შეხვედრაში მონაწილეობენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ერთობლივი განცხადების გაკეთება იგეგმება.
წყარო: “პუბლიკა”
