Monday, March 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება – კანონპროექტი

March 2, 2026
არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება – კანონპროექტი

სადაო პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომლის მიხედვითაც:

საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით;
„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

მოქმედი კოდექსით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 17 დეკემბერს მიიღო, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოვიდეოგადაღება ხმის ჩაწერის გარეშე შეუძლია. მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს კომისიის სხდომებზე მონიტორინგის ცესკოს დადგენილებით განსაზღვრის შესაძლებლობას.

საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან;
განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმწის რეგისტრაციის პროცედურები.
„საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. იმავე პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში“, – წერია კანონპროექტში.

„საერთაშორისო დამკვირვებელი ბევრად უფრო პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება, როდესაც ის არ იქნება საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა კანონპროექტის წარმდგენმა დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მოქმედ კოდექსში საერთაშორისო დამკვირვებლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის.

კოდექსში წერია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებს აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით, რომელთაც შეიძლება, ახლდეს თარჯიმანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აბიტურიენტებს აფხაზეთიდან სწავლა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაუფინანსდებათ, კერძოში – არა
  • „ბარსელონამ“ მარკუს რეშფორდთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge