რუსული მედია და Telegram-არხები წერენ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ჩეჩენმა ბიზნესმენმა, უმარ ჯაბრაილოვმა მოსკოვის სასტუმროში თავი მოიკლა. მათივე ცნობით, ჯაბრაილოვის ცხედართან ნაპოვნია პისტოლეტიც. ჯაბრაილოვი მძიმე მდგომარეობაში „უცნობი პირის“ სტატუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბიზნესმენი მისი დაცვის წევრებმა ამოიცნეს.
მედიის ცნობით, ჯაბრაილოვმა თვითმკვლელობა 2020 წელსაც სცადა, თუმცა მაშინ ის გადაარჩინეს.
ჯაბრაილოვმა 2000 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმების 0.10% მიიღო.
