რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში იმედის დასანქცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ამბებზე კომენტარს აკეთებს.
“როგორც კულუარებიდან გამოჟონა, “იმედი” აპირებს azersat-ისათვის მომსახურების თანხების გადახდას “რუსთავი 2-ის” გამოყენებით. ეს ტელევიზიაც იმავე სატელიტს იყენებს, რასაც “იმედი”. ამის გაკეთებას თავდაპირველად შემოვლითი გზით ეცდებიან: “რუსთავი 2”რიცხავს წინმსწრებად დამატებით ფულს საკუთარ ანგარიშზე, “იმედი” არ ითიშება დროებით. ამ სქემის ამუშავებას სჭირდება აზერბაიჯანული კომპანიის თანხმობა. ეს სატელიტი ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს.
აზერბაიჯანი უკვე გახვეულია შარში ყულევის პორტთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის “სოკარის” საკუთრებაა. ევროკავშირი ამ პორტის დასანქცირების საკითხს განიხილავს. იმედია, აზერბაიჯანი ჭკუას ისწავლის და ბრიტანულ სანქციებსაც არ გამოჰკრავს ხელს” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
