საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს გზებზე მიმდინარე ვითარებაზე.
“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
