ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე მორიგი იერიში მიიტანეს. უწყების ცნობით, ოპერაცია „ლომის ღრიალის“ ფარგლებში დარტყმები განხორციელდა „ირანის რეჟიმის სამიზნეებზე“ უშუალოდ დედაქალაქის ცენტრში.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში განხორციელებული ფართომასშტაბიანი იერიშები საჰაერო უპირატესობის დასამყარებლად და თეირანის მიმართულებით ოპერაციების გასაფართოებლად იყო მიმართული.
თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირა დილით ქალაქის რამდენიმე უბანში აფეთქებები მოხდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ამომავალი კვამლი ჩანს.
