რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა ნოვოსიბირსკი – ბათუმის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები რუსული წარმოების Tu-204 და Tu-214 ტიპის თვითმფრინავებით, ზაფხულის სეზონზე კვირაში ორჯერ შესრულდება (ორშაბათობით და ხუთშაბათობით, ხოლო უკან დაბრუნება – ოთხშაბათობით და კვირაობით). პირველი რეისი 25 მაისს შედგება.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 19 მაისს აღდგა. ფრენებს რუსული კომპანიები Azimuth, Red Wings და ქართული Georgian Airways ასრულებენ – ეს უკანასკნელი თბილისიდან, მათ შორის, ნოვოსიბირსკის მიმართულებითაც დაფრინავს
