2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 667 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში იყო 263, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 21 შემთხვევა.
2026 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 280 შემთხვევა, მუქარა – 253, ოჯახური ძალადობა – 182, ძალადობა – 189, გაუპატიურება – 6 შემთხვევა, გარყვნილი ქმედება – 3 შემთხვევა, თაღლითობა – 70, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა – 536 შემთხვევა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 8, ყალბი დოკუმენტების დამზადება კი – 105 შემთხვევა.
