Friday, February 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მაგთიკომი” განმარტავს, ბრიტანეთის დასანქცირების მიუხედავად, რატომ არ თიშავს “იმედს” და “პოსტვ”-ის

February 27, 2026
“მაგთიკომი” განმარტავს, ბრიტანეთის დასანქცირების მიუხედავად, რატომ არ თიშავს “იმედს” და “პოსტვ”-ის

კომპანია “მაგთიკომი” განმარტავს, დიდი ბრიტანეთის სანქცირების მიუხედავად, რატომ არ თიშავენ “იმედს” და “პოსtv”-ის. კომპანია ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებული სანქციების არსს ხსნიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს საქართველოსა (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი) და დიდი ბრიტანეთის (2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები) კანონმდებლობის ჭრილში. როგორც კომპანიის განცხადების შინაარსიდან ჩანს, “მაგთიკომი” ხელმძღვანელობს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსებას („სავალდებულო ტრანზიტი“) ავალდებულებს.

გთავაზობთ ,, მაგთიკომის” განცხადება უცვლელად:

დაწესებული სანქციების ძირითადი შინაარსი:
სანქცირების რეჟიმის დასახელება:
2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციები (Unique ID: RUS3393)

დაწესებული სანქციები:
აქტივების გაყინვა, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, ტრასტის სერვისების სანქციები გაერთიანებული სამეფოს მიერ მიზეზების დასაბუთება: სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს გონივრული საფუძვლები ეჭვისთვის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ წარმოადგენს დაკავშირებულ პირს 2019 წლის რუსეთის (სანქციების) (EU Exit) რეგულაციების საფუძველზე, შემდეგი გარემოების გამო: იგი ავრცელებს და ავრცელებდა მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ საკუთარ აუდიტორიაზე, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც წარმოადგენს მხარდაჭერას ან ხელშეწყობას ისეთი პოლიტიკისა თუ ქმედებისა, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.

ვინ უნდა დაემორჩილოს სანქციების რეგულაციებს?

თუ თქვენ ეწევით ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მოიცავს ტრანზაქციებს, ფინანსურ მომსახურებას, ვაჭრობას, პროფესიული სერვისების მიწოდებას ან დაზღვევას, შესაძლებელია ურთიერთობა გქონდეთ სანქცირებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან, ან სანქცირებულ საქონელსა და მომსახურებასთან.

სანქციების რეგულაციები ვრცელდება:

• ნებისმიერ ფიზიკურ პირზე, ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას (ტერიტორიული ზღვის ჩათვლით);
• ნებისმიერ ბიზნესზე ან ორგანიზაციაზე, რომელიც დაფუძნებულია ან შექმნილია გაერთიანებული სამეფოს რომელიმე ნაწილის კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას;
• გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ მოქალაქეზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის
მსოფლიოში;

ვინ არის ვალდებული დაიცვას ფინანსური სანქციები?

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები ვრცელდება ყველა პირზე, რომელიც იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიასა და ტერიტორიულ ზღვაში, აგრეთვე ყველა ბრიტანელ პირზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მათი მდებარეობის მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ:
• ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი, რომელიც იმყოფება ან ახორციელებს საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, ვალდებულია დაიცვას მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები;
• გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქე და გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული იურიდიული პირები, მათ შორის მათი ფილიალები, ასევე ვალდებულნი არიან დაიცვან მოქმედი გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სანქციები, მიუხედავად იმისა, თუ სად ხორციელდება მათი საქმიანობა.

დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციების ეფექტი

თუ არ არის გაცემული ლიცენზია ან არ მოქმედებს შესაბამისი გამონაკლისი, პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციებს, პირდაპირ ან ირიბად ეკრძალებათ:
• გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის დირექტორად ყოფნა;
• უცხოური კომპანიის დირექტორად ყოფნა, რომელსაც საკმარისი კავშირი აქვს გაერთიანებულ სამეფოსთან, მაშინაც კი, თუ იგი აქ არ არის რეგისტრირებული. მაგალითად, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას ან ფლობს აქტივებს გაერთიანებულ სამეფოში.
• კომპანიის წახალისებაში, დაფუძნებაში ან მართვაში მონაწილეობა ან მასთან დაკავშირება.

ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციას, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს.
სრულად იხილეთ აქ: https://www.gov.uk/government/publications/the-uk-sanctions-list#full-publication-update-history

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 40 1 მუხლი არეგულირებს მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მაგალითად, მისი პირველი პუნქტით:

საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისავის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

იხილეთ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 40 1 მუხლი სრულად:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32866?publication=82

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, ექსპერტებს, ნათელი და სრული წარმოდგენა შეექმნებათ იმ საკითხზე, რაზედაც ბოლო პერიოდში ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია”, – აცხადებენ “მაგთიში”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა
  • “არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან” – ირაკლი კობახიძე
  • რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდენობამ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge