Friday, February 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,რეფორმის ფარგლებში, 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში ფსიქოლოგია არ ფიგურირებს” – თსუ-ის პროფესორი

February 27, 2026
,,რეფორმის ფარგლებში, 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში ფსიქოლოგია არ ფიგურირებს” – თსუ-ის პროფესორი

ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი განათლების მინისტრის #20/ნ ბრძანებაში სასწრაფო ცვლილებების შეტანას ითხოვს. პროფესორის განცხადებით, ფსიქოლოგიის ამოღება 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალიდან ნიშნავს, რომ ქვეყანაში სრულფასოვანი ფსიქოლოგების მომზადება შეუძლებელი გახდება, რაც დარგის „მოსპობის“ ტოლფასია.

“ფსიქოლოგებს!
მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ფსიქოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისპობა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მომზადდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მინიმალური მოთხოვნა ფსიქოლოგის კვალიფიკაციისათვის არის 5–6 წელი.
ვფიქრობ, მივმართოთ სამინისტროს და ბატონ მინისტრს, რომ მის ბრძანება #20/ნ 20-02-2026 შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგია შეიტანონ 120 კრედიტიან სამაგისტრო ჩამონათვალში.
ეს
მიმართვა ეხება ყველას უკლებლივ. გთხოვთ, მოწონებით დაადასტუროთ რამდენი იქნებით მზად რომ მივმართოთ სამინისტროს.
პ.ს. ვწერ და მე თვითონ არ მჯერა, 1918 წელს დაარსებულ პირველ ქართულ თავისუფალ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაც დაარსდა და ისწავლებოდა, ეს მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ 30-მდე უნივერსიტეტში ხდებოდა ფსიქოლოგიის სწავლება. 108 წლის შემდეგ თხოვნის დაწერა გვჭირდება ხელისუფლებისადმი, რომ არ
გააუქმონ ფსიქოლოგია, როგორც კვალიფიკაცია.
‘ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი მარინე ჩიტაშვილი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თოვლისა და ქარბუქის გამო გზებზე შეზღუდვებია: რა ვითარებაა რეგიონებში და თბილისის გარშემო – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
  • “ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ “ოცნება” არ აპირებს ბრიტანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური დემარშის რაიმე ფორმა გამოიყენოს” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge