“ტვპირველმა” ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში, სოფელ მელაურში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ადგილობრივებმა მათ ვიდეო მასალაც მიაწოდეს და ამბობენ, რომ სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ ძველი ფერმის შენობაში, კლინიკიდან წამოღებული ძალიან დიდი რაოდენობის სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის სხეულის ამპუტირებული ნაწილებიც ყრია. ადგილობრივების თქმით, ერთ თვეზე მეტია ეს ნარჩენები იქ ყრია და მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა სოფელში ეპიდემია გავრცელდეს.
მათი თქმით, ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში სავარაუდოდ საღამოობით მიაქვთ ეს ნარჩენები და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ. ამის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე “ტვპირველი” ჩავიდა და როგორც ჟურნალისტი იტყობინება, მას შემდეგ, რაც ადგილზე “პირველების” გადამღები ჯგუფი მივიდა, მიტოვებულ შენობასთან სოფლის რწმუნებულიც გამოჩნდა და შესაბამისმა სამსახურმა ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო.
