“იმედზე” სხვებმა იგლოვონ. ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, ეს მათი ძალაუფლების მიღმაა – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“უამრავი ადამიანი მწერს, უმეტესობა ემიგრაციიდან: შეშინებული არიან მთავრობის და ეროვნული ბანკის განცხადებებით, რომლებიც აიძულებენ კომერციულ ბანკებს არ დაემორჩილონ სანქციებს. ხომ არ გავიტანოთო ანაბრები.
არაფერია საპანიკო. “იმედის” ფული რომც გადარიცხონ უცხოეთში, იქ არავინ მიიღებს. არცერთი ბანკი ამას არ იზამს. თუ წარმოუდგენლად უგუნური ნაბიჯები გადადგეს, თვითონაც მოჰყვებიან ნამსხვრევებში. როცა ფულთანაა საქმე, თვლა იციან.
ქართუც და ლიბერთიც კი არ იზამენ ამას.
“იმედზე” სხვებმა იგლოვონ. ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, ეს მათი ძალაუფლების მიღმაა”
