დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა – სამინისტროს შენობაში შესვლამდე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაიბარა, რაც ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული ტვ იმედისა და პოს ტვ-ს დასანქცირების შესახებ გამოაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა მოგვიანებით განაცხადა, ისინი ბრიტანეთისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რის საფუძველზე მოხდა ორი ტელევიზიის დასანქცირება.
