Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს პენცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებს

February 26, 2026
საქართველოს პენცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებს

“პენ საქართველო და ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, რომლებიც იზიარებენ ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას, სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები და განცხადებები, ფაქტობრივად, განადგურებით ემუქრება უნივერსიტეტს – მისი პროგრამების 90%, მათ შორის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, უქმდება.

TV იმედზე გამართული დებატებისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში ილიას უნივერსიტეტს მხოლოდ პედაგოგიკური მიმართულება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ტყუილია (საბჭოთა კავშირში ილიას უნივერსიტეტი არ არსებობდა), ეს განცხადება თვალნათლივ ადასტურებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს განათლების სისტემა საბჭოთა, ტოტალიტარულ მოდელთან დააბრუნოს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 20 წლის წინ დაარსდა და ის თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საამაყო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება და უამრავ ახალგაზრდას აძლევს მაღალხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

პენ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ილიას უნივერსიტეტში არსებული ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ერთადერთია და ხელს უწყობს არა მხოლოდ ლიტერატურული კვლევის განვითარებას საქართველოში, არამედ ქართული ლიტერატურის ხელშეწყობასაც და მის ჩართვას მსოფლიო ლიტერატურულ კონტექსტში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს ქართულ აკადემიურ სივრცეს, სპობს აკადემიურ თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის განათლების სისტემას ქვეყანაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან უნივერსიტეტის შესანარჩუნებლად. უნივერსიტეტების ავტონომიაში ჩარევა დაუშვებელია”. – წერია პენცენტრის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკრაინის რადას თავჯდომარის პასუხი პაპუაშვილს ქართულ ენაზე
  • ,,ბრალდების შინაარსი – თუ რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე” – გიორგი გამსახურდია
  • პესკოვი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge