ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა შემოვლით გზაზე მოხდა, – ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევისას დაშავდა ერთი ადამიანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტეს, რომ დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
