Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნებართვის მიღება ფასიანია…“ – მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარტიდან ამოქმედდება

February 26, 2026
“ნებართვის მიღება ფასიანია…“ – მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარტიდან ამოქმედდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს განმარტავს.

სამინისტროს ცნობით, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

„ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება. მიგრანტი განაცხადის შევსებისას თუ არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი პირველი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი, დამოკიდებულია მომსახურების ვადაზე:  სტანდარტული განხილვა (30 დღე) – 200 ლარი; დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) – 400 ლარი.

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის“ მიხედვით, ბიზნესი ვალდებული ხდება, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე ვაკანსია სულ მცირე ათი სამუშაო დღით განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს, წარადგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ განცხადება შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. კანონის მიხედვით, ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა ერთ წლამდე ვადით.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით. უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს, ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულთა უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს. თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც პირველი მარტის მდგომარეობით უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.

ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, რომლის მიზანია, რომ უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალშობილის მკვლელობის მცდელობა – უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
  • აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც “საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს
  • როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge