Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

February 25, 2026
არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ცეკვის მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – პროკურატურის განცხადება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს ელგუჯა ჩოხელის საქმესტან დაკავშირებით. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ელგუჯა ჩოხელის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

“აღნიშნულ საქმეზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ელგუჯა ჩოხელის მიერ რაიმე სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

2003 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიული მუშაკების მიერ გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით დაკავებული იქნა ამავე სოფელში მცხოვრები ელგუჯა ჩოხელი.

2004 წლის 20 მაისს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ ელგუჯა ჩოხელი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 13 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 მაისის განაჩენში. ელგუჯა ჩოხელი გამართლდა საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 თვის ვადით და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
2004 წლის 3 სექტემბერს, გორში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოპერატიულმა მუშაკებმა ელგუჯა ჩოხელი კვლავ დააკავეს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2005 წლის 15 სექტემბერს ელგუჯა ჩოხელი გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ საქართველოს სსკ 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელი” – წერს საქართველოს პროკურატურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იმედი” მომაკვდავი კომპანიაა, ვისაც რა გინდათ, ის დააწერეთ მის საფლავის ქვაზე ” – რომან გოცირიძე
  • POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე, ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნო
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge