საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს. ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 8 სახლი გაქურდა. ქურდობებით გამოწვეული ზარალი საერთო ჯამში 155 000 ევროს აღწევს.
მოპარულ ნივთებს შორისაა: 114 ცალი ინგლისური ოქროს მონეტა, ძვირფასი სამკაული და 1600 ევრო ნაღდი ფული, ელექტრონიკა და პირადი ნივთები.
