Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავეს

February 25, 2026
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის დააკავების ფაქტზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს შსს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2025 წლის განმავლობაში მოვალეობის შესრულებისას 129 ჟურნალისტი და მედიამუშაკი დაიღუპა, რაც რეკორდული ნიშნულია
  • ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, თავისი 13 წლის ქალიშვილი, კიმ ჯუ-აე, ქვეყნის ბირთვული ძალების ზედამხედველად დანიშნა
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ ალმეტევსკში Калейкино ნავთობსატუმბი სადგური დაბომბა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge