გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს სოციალრ ქსელში – საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკაშირებით.
“ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად პატივი მივაგეთ საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს.
ჯერ კიდევ მაშინ იყო ნათელი, რომ ქართველებს დამოუკიდებელ, სუვერენულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურდათ.
ხსოვნა უფრო მეტია, ვიდრე წარსულის გახსენება. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ისტორიული გამოცდილებიდან. ისეთი ადგილები, როგორიც არის მაგალითად საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ისტორიის გასაცნობად.
ხსოვნას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 70 წლიანი ჩაგვრის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და სტალინური რეჟიმის გააზრების თვალსაზრისით.
ვარაუდობენ, რომ მხოლოდ 1921-1924 წლებში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი იქნა მოკლული” – წერს გერმანიის საელჩო საქართველოში და ფოტოს აქვეყნებს.
