„რუსმა სამხედროებმა ქალაქი 31 მარტს სრულად დატოვეს. 31 მარტს ბუჩას მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ყველაფერი მოგვარებულია და ორი დღის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის ინსცენირება ქუჩებში, რომელიც ახლა გამოიყენება რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში ეხმაურება და ლავროვს მიმართავს:
“მთელი ეს წლები ინსცენირებაა ხო შე ნაძირალავ, რასაც პუტინის რუსეთი აკეთებს?!!!მოძალადე და ფაშისტური მისწრაფებების ძალაუფლებით დაავადებული!!!
გორს რომ ბომბები დაუშინეს ინსცენირება იყო ხოოო!??!? დასისხლიანებული ხალხი რომ ეყარა უსახლკარო და გაუბედურებული!??!?? აფხაზეთში წამებით რომ კლავდნენ ვინც ხელში ჩაუვარდებიდათ და ვინც გადმოსვლას ცდილობდა იმ ყინვაში რომ ვერ გამოაღწიეს?! ვისი შექმნილი და წახალისებულია ყველა ის მანიაკი ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა?!”, – წერს მაკა ჩიჩუა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.